ჩვენ, ვისაც ერთზე მეტი დედა გვყავს

ადამიანთა უმრავლესობისათვის, ვინც დაიბადა და გაიზარდა ერთ წყვილ დედ-მამასთან, დამაბნეველია ხოლმე განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანების გაგება. გამოთქმებიც კია: „დედა ერთადერთი ჰყავს ადამიანს“, „დედას ვერ შეიცვლი, თორემ ცოლს — რამდენსაც გინდა“ და ა.შ.
სინამდვილეში კი ცხოვრება ასე მარტივად არაა ხოლმე მოწყობილი. შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, ვისაც დედა საერთოდ არა ჰყავთ. მშობიარობას გადაჰყვნენ და ბავშვი მამამ ან ოჯახის სხვა წევრებმა გაზარდეს.
არიან ადამიანები (უმრავლესობა), ვინც გააჩინა და გაზარდა ერთმა ქალმა. მათ ერთი დედა ჰყავთ.
არიან ადამიანები, ვინც გააჩინა ერთმა, გაზარდა მეორემ (პირველის გარდაცვალების ან მის მიერ ბავშვის გაშვილების გამო). ამათ, იგულისხმება, რომ ჰყავ(და)თ ორი დედა.
არიან ადამიანები, ვისაც 3 დედა ჰყავთ: გააჩინა ერთმა, დაუწყო გაზრდა მეორემ, რომელიც გარდაიცვალა (ან ქმარს გაეყარა) და გაზარდა მესამემ.
და ასე შემდეგ.
დედების რიცხვი შეიძლება იცვლებოდეს 0-დან n-მდე (სადაც n ნატურალური რიცხვია და დამოკიდებულია კონკრეტულ ცხოვრებისეულ ისტორიაზე).
თქვენ, ვისაც ერთადერთი დედა გყავთ, ნუ აიძულებთ დანარჩენებს, ამოარჩიონ, ერთადერთად აქციონ თავიანთი მრავალი დედა, შეაჯიბრონ და ერთს გაამარჯვებინონ. დედების რიცხვი, მათი ზეგავლენა სხვადასხვაა, მაგრამ ეს რომელიმეს კი არ ამოწერს დედების რიცხვიდან. დაე, მყავდეს რამდენიმე დედა, განსხვავებული ისტორიით, განსხვავებულ სიყვარულთან და ტკივილთან დაკავშირებული, ვიდრე რომელიმესი მრცხვენოდეს და ვმალავდე. მალვა მათ მაინც არ გააქრობს, ფსიქიკას კი დამიზიანებს.
ჩვენ, ვისაც რამდენიმე დედა გვყავს, ნუ აგვარჩევინებთ ერთადერთს მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობას ის ერთადერთი გყავთ!

ორი უკიდურესობა

demonized adoptees.png
წეღან გუგლში ვიქექებოდი. სიტყვაზე „ნაშვილები“ ამოყარა ორი კატეგორიის ბმულები:
  1. „სელებრითების“/ცნობილი ადამიანების ნაშვილები ბავშვები და
  2. როგორ გაუმწარდათ ცხოვრება მშობლებს ნაშვილებისგან, ანუ როგორ არ უნდა იშვილო, რადგანაც არ იცი, რა გენეტიკისაა.
შუალედი არ არსებობს ქართულ მედიაში.
დემონიზაცია დიდი ხნის თემაა, არა მხოლოდ ქართულ კულტურაში. როდესაც თავად გაქვს პრობლემები შვილის აღზრდაში, ძალიან იოლია დააბრალო მის გენეტიკას. არ არსებობს ინფორმაცია მის ბიოლოგიურ მშობლებზე, ამიტომ საწინააღმდეგოს ვერავინ დაამტკიცებს, ვარაუდით კი ადვილად გაიმართლებ თავს და ხელსაც შეაწმენდ.
არადა ჩვეულებრივი ამბები საჭიროა, ჩვეულებრივი ოჯახებისა, დადებითი თუ უარყოფითი ისტორიები, რომ ცხადი გახდეს, რომ
  • ნაშვილები ადამიანები მხოლოდ ცნობილი ოჯახების შვილები არ არიან და ყველა სოციალურ ფენაში გვხვდებიან;
  • მხოლოდ ნაშვილები ადამიანები არ უქმნიან პრობლემებს მშობლებს, ზოგჯერ მშობლებიც სცოდავენ.
როგორც ბიოლოგიურ მშობლებში, ისე აღმზრდელებში თუ აღსაზრდელებში ყველანაირი შეიძლება შეგხვდეთ. მაგრამ ჩვენთან რომ ყველაფერი გასაიდუმლოებულია და ტაბუდადებული, იმიტომაა მხოლოდ ამ ორ უკიდურესობაზე გამახვილებული ყურადღება. შუალედი არ არსებობს!

ტერმინები საქართველოს კანონის “ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ მიხედვით

კანონში „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ გამოყენებული ტერმინები:

გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრი  – სისტემა, რომელიც მოიცავს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობას;

გასაშვილებელი ბავშვი  [ = child placed for adoption] – 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში;

გასაშვილებელი ბავშვი სტატუსი ენიჭება პირს: რომელიც აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად [= relinquished child]; რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე.

მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად და რომლის მშობელს (მშობლებს) ამ ბავშვის მიმართ ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები;

მშვილებელი [= adopter]

შვილად აყვანა  [= adoption] — კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის;

შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი  [= placed for adoption] — რეესტრში აღრიცხული 18 წლამდე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი.

Late Discovery Adoptee: My Story

Kim Coull

Me in front of FJ

My story

I am a Late Discovery Adoptee. I found out I was adopted when I was 42 years old.

I was adopted at birth.

My mother never had the chance to touch me (‚they‘ told her I died).

I never knew consciously. My origins were kept a secret from me. However, my body knew. My soul. My unconscious. My cells. My muscles. My marrow. My blood. My dna.

The relinquishment orchestrated my life as a phantom conductor might.

That tear, that loss, that irrevocable rupture reverberated. On every level.

So that when I found out, much became clear. The undiagnosed chronic psychological pain. The childhood depression. Marginalisation. Insecurity. Constant anxiety etc…sometimes there are no words to describe the tearing…(see what A for Adoption has to say about her poignant birth experience)

I was very grateful to find out, to be given the chance to understand what has been wrong all these years.

Very…

Ursprünglichen Post anzeigen 415 weitere Wörter

Links to posts on late discovery…

The adopted ones blog

By TAO

Not that I can ever imagine what a Late Discovery Adoptee (LDA) goes through, I’m sure it would break my heart and take a long time to come to any level of peace.  I’m also sure there are many future LDA’s that will find out when their parents pass away and they deal with the estate paperwork, or decide one day to innocently take a DNA test that has become such a popular tool.  Why did any parent think it was proper to lie to their child, especially, when others around them know the truth.  Today there are parents of adopted children who don’t want to, or intend to tell, still.  To me it’s selfishness of the worst kind, setting your child up for a heart-breaking discovery down the road, all to make you feel ‚real‘ and keep your secrets.  I have a hard time understanding anyone who willingly chooses not to tell –…

Ursprünglichen Post anzeigen 450 weitere Wörter

შვილად აყვანილები და (გა)მშვილებლები

ოცდახუთი წლის წინ, სტუდენტობაში, წავაწყდი საბუთებს იმის შესახებ, რომ ვიყავი ნაშვილები.

ჩემმა მშობლებმაც და მეც მანამდე და მერე რთული გზა გამოვიარეთ. მათ გაუჭირდათ ჩემთვის შესაბამისი ინფორმაციის გადმოცემა, ასევე, მთელი ცხოვრება, არამკითხე მოამბეების მოგერიება, დასჭირდათ საკუთარი თუ ჩემი ცხოვრების წესის შეცვლა და სხვა მრავალი.

ჩემ გამჩენ დედას ალბათ მთელი თავისი ცხოვრება ჩემამდე დაბადებულ შვილებსა და ჩემს შორის არჩევანის გაკეთების გამო სინდისის ქენჯნა აწუხებს.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დროა გასული, ორივე მხარეს წარსულის შიშებისგან თავის დახსნა უჭირს. მინდა ვუთხრა ჩემს მშობლებსა და გამჩენ დედას:

მიყვარხართ და მესმის თქვენი:

საზოგადოების მხრიდან რომ არ ყოფილიყო შემავიწროებელი დამკიდებულება, არც გამჩენ დედას მოუწევდა ახალშობილის მიტოვება და, თუკი მშვილებელ ოჯახში რაიმე სხვა მიზეზით მოვხვდებოდი, არც მათ დასჭირდებოდათ ჩემთვისა თუ გარშემო მყოფებისთვის მალვა.

ნაშვილები ადამიანისთვის მის შესახებ ინფორმაციის დამალვა არის მისთვის უნდობლობის გამოცხადება. გამზრდელ მშობლებს აწუხებთ შიში, რომ, თუკი შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციას გაუმხელენ შვილს, დაკარგავენ მას.

ეს არაა ადვილი „გადასახარში“ ინფორმაცია, მაგრამ ამის ნაშვილების მიერ თავად აღმოჩენა თუ სხვებისგან გაგება უარესია. ფაქტიურად, არკვევ, რომ მშობლები, ვისაც თვალდახუჭულიც ენდობოდი, გატყუებენ. არ გენდობიან. თანაც გიჩნდება უამრავი კითხვა, რომელზე პასუხს ვერავისგან იღებ. გიჩნდება ნდობის პრობლემა — კიდევ რას გიმალავდნენ? ან რასაც გეუბნებოდნენ, მართალი იყო თუ ისაც ტყუილი?

როგორ ფიქრობთ, ამით არ კარგავთ შვილს?

დროთა განმავლობაში ყველა ნაშვილებ ადამიანს უდგება იდენტობის კრიზისი. ჩემთვის, მაგალითად, ორივე სახელი და გვარი — გამჩენი დედის მიერ მოცემული თუ ჩემი მშობლების მიერ დარქმეული — სხვა არაფერია, თუ არა ინდექსი, სიაში მისათითებელი საშუალება, ადამიანთა სიმრავლეში ჩემი კონკრეტული პიროვნების აღსანიშნავად. ანუ ის იდენტიფიკაცია, რაც ჩემს პასპორტში გაფორმებულ სახელთან და გვართან ადრე ბავშვობასა და ყმაწვილობაში მქონდა, დღეს აღარ მაქვს.

მშობლებო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, როცა ნაშვილებ ბავშვებს არ უმხელთ სიმართლეს, ძალიან დიდ რისკზე მიდიხართ — ფაქტიურად, სამომავლოდ იუცხოვებთ საკუთარ აღზრდილ შვილებს. და ეს ნაშვილების ბრალი არანაირად არაა — მას უკარგავთ ნდობას და უახლოესი ადამიანების რწმენას.

ამ ბლოგში შევეცდები, დავდო ინფორმაცია ადოპციის შესახებ კვლევებზე, რომლებიც გამშვილებელ და მშვილებელ ოჯახებსა თუ ნაშვილებ ადამიანებს გაუადვილებს (გა)შვილებსთან დაკავშირებულ საკითხებზე ფიქრს, საუბარს. ტაბუს შვილად აყვანაზე არცერთი მხარისთვის არ მოუტანია სიკეთე და სიმშვიდე.