შვილად აყვანილები და (გა)მშვილებლები

ოცდახუთი წლის წინ, სტუდენტობაში, წავაწყდი საბუთებს იმის შესახებ, რომ ვიყავი ნაშვილები.

ჩემმა მშობლებმაც და მეც მანამდე და მერე რთული გზა გამოვიარეთ. მათ გაუჭირდათ ჩემთვის შესაბამისი ინფორმაციის გადმოცემა, ასევე, მთელი ცხოვრება, არამკითხე მოამბეების მოგერიება, დასჭირდათ საკუთარი თუ ჩემი ცხოვრების წესის შეცვლა და სხვა მრავალი.

ჩემ გამჩენ დედას ალბათ მთელი თავისი ცხოვრება ჩემამდე დაბადებულ შვილებსა და ჩემს შორის არჩევანის გაკეთების გამო სინდისის ქენჯნა აწუხებს.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დროა გასული, ორივე მხარეს წარსულის შიშებისგან თავის დახსნა უჭირს. მინდა ვუთხრა ჩემს მშობლებსა და გამჩენ დედას:

მიყვარხართ და მესმის თქვენი:

საზოგადოების მხრიდან რომ არ ყოფილიყო შემავიწროებელი დამკიდებულება, არც გამჩენ დედას მოუწევდა ახალშობილის მიტოვება და, თუკი მშვილებელ ოჯახში რაიმე სხვა მიზეზით მოვხვდებოდი, არც მათ დასჭირდებოდათ ჩემთვისა თუ გარშემო მყოფებისთვის მალვა.

ნაშვილები ადამიანისთვის მის შესახებ ინფორმაციის დამალვა არის მისთვის უნდობლობის გამოცხადება. გამზრდელ მშობლებს აწუხებთ შიში, რომ, თუკი შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციას გაუმხელენ შვილს, დაკარგავენ მას.

ეს არაა ადვილი „გადასახარში“ ინფორმაცია, მაგრამ ამის ნაშვილების მიერ თავად აღმოჩენა თუ სხვებისგან გაგება უარესია. ფაქტიურად, არკვევ, რომ მშობლები, ვისაც თვალდახუჭულიც ენდობოდი, გატყუებენ. არ გენდობიან. თანაც გიჩნდება უამრავი კითხვა, რომელზე პასუხს ვერავისგან იღებ. გიჩნდება ნდობის პრობლემა — კიდევ რას გიმალავდნენ? ან რასაც გეუბნებოდნენ, მართალი იყო თუ ისაც ტყუილი?

როგორ ფიქრობთ, ამით არ კარგავთ შვილს?

დროთა განმავლობაში ყველა ნაშვილებ ადამიანს უდგება იდენტობის კრიზისი. ჩემთვის, მაგალითად, ორივე სახელი და გვარი — გამჩენი დედის მიერ მოცემული თუ ჩემი მშობლების მიერ დარქმეული — სხვა არაფერია, თუ არა ინდექსი, სიაში მისათითებელი საშუალება, ადამიანთა სიმრავლეში ჩემი კონკრეტული პიროვნების აღსანიშნავად. ანუ ის იდენტიფიკაცია, რაც ჩემს პასპორტში გაფორმებულ სახელთან და გვართან ადრე ბავშვობასა და ყმაწვილობაში მქონდა, დღეს აღარ მაქვს.

მშობლებო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, როცა ნაშვილებ ბავშვებს არ უმხელთ სიმართლეს, ძალიან დიდ რისკზე მიდიხართ — ფაქტიურად, სამომავლოდ იუცხოვებთ საკუთარ აღზრდილ შვილებს. და ეს ნაშვილების ბრალი არანაირად არაა — მას უკარგავთ ნდობას და უახლოესი ადამიანების რწმენას.

ამ ბლოგში შევეცდები, დავდო ინფორმაცია ადოპციის შესახებ კვლევებზე, რომლებიც გამშვილებელ და მშვილებელ ოჯახებსა თუ ნაშვილებ ადამიანებს გაუადვილებს (გა)შვილებსთან დაკავშირებულ საკითხებზე ფიქრს, საუბარს. ტაბუს შვილად აყვანაზე არცერთი მხარისთვის არ მოუტანია სიკეთე და სიმშვიდე.

Advertisements

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google+ Foto

Du kommentierst mit Deinem Google+-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s