ჩვენ, ვისაც ერთზე მეტი დედა გვყავს

ადამიანთა უმრავლესობისათვის, ვინც დაიბადა და გაიზარდა ერთ წყვილ დედ-მამასთან, დამაბნეველია ხოლმე განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანების გაგება. გამოთქმებიც კია: „დედა ერთადერთი ჰყავს ადამიანს“, „დედას ვერ შეიცვლი, თორემ ცოლს — რამდენსაც გინდა“ და ა.შ.
სინამდვილეში კი ცხოვრება ასე მარტივად არაა ხოლმე მოწყობილი. შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, ვისაც დედა საერთოდ არა ჰყავთ. მშობიარობას გადაჰყვნენ და ბავშვი მამამ ან ოჯახის სხვა წევრებმა გაზარდეს.
არიან ადამიანები (უმრავლესობა), ვინც გააჩინა და გაზარდა ერთმა ქალმა. მათ ერთი დედა ჰყავთ.
არიან ადამიანები, ვინც გააჩინა ერთმა, გაზარდა მეორემ (პირველის გარდაცვალების ან მის მიერ ბავშვის გაშვილების გამო). ამათ, იგულისხმება, რომ ჰყავ(და)თ ორი დედა.
არიან ადამიანები, ვისაც 3 დედა ჰყავთ: გააჩინა ერთმა, დაუწყო გაზრდა მეორემ, რომელიც გარდაიცვალა (ან ქმარს გაეყარა) და გაზარდა მესამემ.
და ასე შემდეგ.
დედების რიცხვი შეიძლება იცვლებოდეს 0-დან n-მდე (სადაც n ნატურალური რიცხვია და დამოკიდებულია კონკრეტულ ცხოვრებისეულ ისტორიაზე).
თქვენ, ვისაც ერთადერთი დედა გყავთ, ნუ აიძულებთ დანარჩენებს, ამოარჩიონ, ერთადერთად აქციონ თავიანთი მრავალი დედა, შეაჯიბრონ და ერთს გაამარჯვებინონ. დედების რიცხვი, მათი ზეგავლენა სხვადასხვაა, მაგრამ ეს რომელიმეს კი არ ამოწერს დედების რიცხვიდან. დაე, მყავდეს რამდენიმე დედა, განსხვავებული ისტორიით, განსხვავებულ სიყვარულთან და ტკივილთან დაკავშირებული, ვიდრე რომელიმესი მრცხვენოდეს და ვმალავდე. მალვა მათ მაინც არ გააქრობს, ფსიქიკას კი დამიზიანებს.
ჩვენ, ვისაც რამდენიმე დედა გვყავს, ნუ აგვარჩევინებთ ერთადერთს მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობას ის ერთადერთი გყავთ!
Advertisements

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden /  Ändern )

Google+ Foto

Du kommentierst mit Deinem Google+-Konto. Abmelden /  Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden /  Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden /  Ändern )

Verbinde mit %s